არჩევნებამდე სამი დღით ადრე ვიღაცას თითი დაადო, მოახდინო მთლიანად ოპოზიციის თუ რადიკალური ოპოზიციის დემონიზება და ისედაც დაზაფრულ საზოგადოებას სახელისუფლო ტრიბუნიდან შეიარაღებულ ამბოხზე დაუწყო საუბარი, პოლიტიკური ალღოს დეფიციტის ამბავია, - ასე აფასებს პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
როგორც კაციტაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველოში სახელისუფლო პარტიებს ახასიათებთ, როცა არჩევნების მოახლოებისას შიშის აურას ქმნიან და ცდილობენ, გაამართლონ ანდაზა -„შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველ ლხინს“.