საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული ფეხბურთელებისა და საფეხბურთო კლუბების მიმართ უმკაცრეს ზომებს გაატარებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბრფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფაქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა არა მხოლოდ თავად კონკრეტულ პირებს და ფეხბურთელებს ეხებათ, არამედ აზიანებს ქართულ ფეხბურთს და ქვეყანას. მისივე განცხადებით, დანაშაული არავის შერჩება. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.