"სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა. საქმე სავარაუდოდ, თათია დოლიძის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხება. გამოკითხვაზე სესვლამდე კორკოტაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი საგამოძიებო ორგანოში ადვოკატთან ერთად მივიდა. დღესვე ამავე საქმეზე გამოძიებას ჩვენებას მისცემს „ქართული მარშის“ კიდევ ერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანი.