არავინ აპირებს დაუმორჩილებლობას, არ დაიღალეთ, ექვსი წელი ამაზე ლაპარაკობთ?!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტები უტრირებას ახდენენ და ხელისუფლების რიტორიკით საუბრობენ.ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროცესების განვითარება საზოგადოებაზეა დამოკიდებული. გადაცემაში საუბრისას ხაბეიშვილმა არც მიხერილ სააკაშვილის განცხადების შეფასება ისურვა, რომელმაც არჩევნების დღეს გავრცელებულ განცხადებაში მოსახლეობას, ჯარს და პოლიციას, დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.„თქვენ, ჟურნალისტები, ნუ აკეთებთ იმას, რომ თურმე ხალხი ქუჩაში... კონსტიტუციური უფლების დაფიქსირება მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში, თურმე არის გადატრიალება. მე არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე რაღაცას, მე ავხსენი და იმ ადამიანმა გააკეთა განცხადება, რაც გააკეთა. არავინ აპირებს არავითარ დაუმორჩილებლობას, არ დაიღალეთ, ექვსი წელი ამაზე ლაპარაკობთ. ხაბეიშვილი, გრიოლ ვაშაძე, ზალიკო უდუმაშვილი და ხატია დეკანოიძე თუ ამ ქვენის გადატრიალებას აპირებენ... კარგით რა! მშვიდობიანი გზით პროტესტი ეს არის ცივილურ ქვეყნებში მიღებული“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.