რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ცქიტიშვილის თქმით არათუ არ გაუგდია ინვესტორი ოთახიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად მუშაობას აგრძელებს იმისთვის, რომ მიიღოს მეტი ინფორმაცია და იმსჯელოს ეს კონკრეტული ინვესტორი რამდენად შეძლებს ჩაანაცვლოს 45%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი".
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორები ფაქტობრივად კაბინეტიდან გააგდო.