2018 წლის 10 აპრილიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც „სითი პარკის“ ნაცვლად დედაქალაქში პარკირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია აკონტროლებს, 317 ათას 980 საჯარიმო ქვითარი არის გამოწერილი. რაც შეეხება დარღვევებს, ყველაზე მეტი საჯარიმო ქვითარი პარკირების ადგილას საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომაზეა გამოწერილი, რომელიც 10 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მეორე ყველაზე ხშირი დარღვევა კი დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველობა იყო.
რაც შეეხება სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის მაჩვენებელს, საანგარიშო პერიოდში ავტოსადგომზე 2 ათას 759 ავტომობილი გადაიყვანეს.