მზის სათვალე ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა. ცნობილია, რომ რომის იმპერატორი ნერონი გლადიატორების ბრძოლას სწორედ მზისგან დამცავი აქსესუარით ადევნებდა თვალს, რომელიც ზურმუხტისგან იყო დამზადებული, მე-12 საუკუნეში ჩინეთში მზის სათვალეს იყენებდნენ მოსამართლეები, ისინი კვარცის სათვალით თვალებს არა მხოლოდ მზეს, არამედ მოწმეებსაც უმალავდნენ, რომ მათ მოსამართლეების ემოციები არ შეემჩნიათ. მეოცე საუკუნიდანსათვალის გამოყენება პირველად მსახიობებმა დაიწყეს, რადგან გადაღებებზე პროჯექტორების მკვეთრი შუქი, მათ მუდმივად უწითლებდა თვალებს. 1929 წელს, ამერიკელმა სემ ფოსტერ გრანტმა, ფულის შოვნის მიზნით, მოიფიქრა იაფფასიანი სათვალის, ატლანტიკს სიტის სანაპიროზე გაყიდვა და ამის შემდეგ სათვალე მასობრივად გამოიყენებოდა, როგორც მზისგან დამცავი საშუალება, თუმცა მაშინდელი სათვალე თვალს მხოლოდ მკვეთრი შუქისგან იცავდა და არა ულტრაიისფერი სხივებისგან. პოლარიზებული სათვალე კი ამერიკელმა მეცნიერმა, ედვინ ლენდმა 1936 წელს გამოიგონა და ამ მიღწევით მან მზის მავნე ზემოქმედებისგან დამცავი სათვალე შექმნა. იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა სხვაობაა უხარისხო და ხარისხიან სათვალეებს შორის, ჯერ გავიგოთ, გარდა იმიჯისა, პირველ რიგში, რა ფუნქცია აქვს მზის სათვალეს?!
ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სათვალის არჩევისას არის ის, თუ რამდენად იცავს ის თქვენს თვალს ულტრაისსფერი სხივებისგან. საუკეთესოა სათვალე, რომელიც თვალს 100 პროცენტით იცავს, ასეთ სათვალეს უნდა ეწეროს UV 400, რაც უფრო ნაკლებია ეს ციფრი, მეტი პროცენტით ატარებს ულტრაიისფერ სხივებს. ბევრს გონია, რომ თუ სათვალე მუქი შეფერილობისაა და შუქს მარტივად არ ატარებს, ასეთი სათვალე ყველაზე კარგია თვალისთვის. თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა.