სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს პროგრამაში ჩართული 9 კომპანიის მიერ გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი.
სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.