თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.
დაკავებულია დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. "სუტინიორი" და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი. ისინი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანა.