არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. სიახლის შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები. ხოლო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაამაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა უნდა უზრუნველყოფს.