თადუმაძეს, გახარიას მოვუწოდებ, ნუ ფიქრობენ, რომ ბავშვებს კიდევ დააკავებენ და ამით საზოგადოებას კიდევ შეცდომაში შეიყვანენ. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ არასრუწლოვნების დაკავება გაგრძელდება, რათა ის პროკურორები და გამომძიებლები, ვინც გაანადგურა მტკიცებულებები, ხელი დააფარა დანაშაულს და საქმე არ გამოიძია, პასუხისგებაში არ მისცენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ-ს ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც ფრიდონ სიხუაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება ხელისუფლების „ბინძური თამაშია“.არასრუწლოვან დ.ღ.-ს 6 თვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურება, ადვოკატის განმარტებით, იმისათვის, რომ პროკურატურა მოცემულ ვადაში ჩაეტიოს, არასრუწლოვნის საქმეს სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.