არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც მისი ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, სუსლიაკი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების შესაბამისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გაათავისუფლეს. მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურას აღნიშნული საქმის უკრაინის პროკურატურაში გადაგზავნა სურს.