შეცვალეს თუ არა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, მოწმეებმა გამოძიებისას მიცემული ჩვენება - ადვოკატი ამბობს რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკითხულმა მოწმემაც უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა.დაცვის მხარეს ჩვენების შინაარსობრივ განხილვაში შესვლა მედიასთან საუბრისას უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოწმის მიერ მიცემული ჩვენება შინაარსობრივად წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებთან. პროკურორი კი აცხადებს, რომ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია.შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.