ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდების მხარე არ აწვდის დაცვის მხარეს ნივთმტკიცებებს, რაც მტკნარი სიცრუეა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა განაცხადა. ზვიად ფხაკაძე განმარტავს, რომ ბრალდების მხარე, ნებისმიერ დროს, მზადაა დაცვას ნივთმტკიცებები გადასცეს და ეს პოზიცია მან 24 აპრილს დააფიქსირა. რაც შეეხება პროცესს, პროკურორის თქმით, სხდომაზე ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს. ფხაკაძის თქმით, დასაკითხ მოწმეებს შორის ერთი პირი უშუალოდ კონფლიქტის მონაწილეა. ასევე დაგეგმილია იმ გამომძიებლების დაკითხვა, რომლებიც საქმეზე მტკიცებულებების შეგროვებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.