არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისათვის ბრალდებულ ინდოეთის მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 აგვისტოს გაიმართება. შსს-მ ინდოეთის ორი მოქალაქე -თბილისში ორი დღის წინ დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს.