ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდებათ. ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ დაადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილთან ტოიოტა „ქამრის“ მგზავრებს რაიმე სახის ფიზიკური შემხებლობა ჰქონდათ. ასევე ადვოკატის განცხადებით უნდა დადგინდეს, დაზიანებები შაქარაშვილს რითი აქვს მიღებული.