არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელებისა და ადვოკატების გადამზადების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება.რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 120 რიგითი პროკურორი და 120 მენეჯერი გადაამზადა.მომავალი წლიდან კი, იგეგმება, რომ ყველა დიდ ქალაქში, არასრულწლოვნების საქმეებზე, სპეციალიზებული პროკურორების გამოყოფა მოხდეს, რომლებიც მხოლოდ ასეთ საქმეებს ჩაიბარებენ.რაც შეეხება სტატისტიკას, კოდექსის ამოქმედების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, გამოვლენილია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილია 1149 დანაშაულის ფაქტი, საიდანაც 772-ის განრიდება მოხდა.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.