არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მშობელი, რომელიც 13 წლის შვილის დედაა, აცხადებს, რომ ამ საქმეში დაზარალებულია. აღნიშნულის შესახებ "პალიტრანიუსს" მისმა ადვოკატმა ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა.
როგორც ვათიაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებით დაბნეულია, ტირის და ამბობს, რომ მას ფინანსურად არ უჭირს და არც შვილს ჩართავდა პორნოგრაფიაში. ვათიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სქემაში შვილის კლასელის მშობელმა ჩართო და მას ეგონა, რომ არასრულწოვან გოგონას სამოდელო სააგენტო უღებდა ფოტოებს.
შეგახსენებთ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ 11 პირი გუშინ დააკავეს, მათგან ერთ-ერთი სკოლის მასაწავლებელია, დანარჩენები კი არასრუწლოვანთა მშობლები. ყველა მათგანს ბრალი ოფიციალურად წაყენებული აქვთ. ისინი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყიფებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.