არასრულწლოვანმა, რომელიც ხორავას საქმეზე იყო დაკავებული, სასამართლოს შენობა ახლობლებთან ერთად დატოვა - დ.ღ-ს გათავისუფლების კადრები - Palitra News

არასრულწლოვანმა, რომელიც ხორავას საქმეზე იყო დაკავებული, სასამართლოს შენობა ახლობლებთან ერთად დატოვა - დ.ღ-ს გათავისუფლების კადრები

2019-01-11 17:35:10+04:00

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თითქმის ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.შეგახსენებთ, რომ დ.ღ.-ს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.