შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავა.
უწყების ინფორმაციით, 35 წლის ქალი 13 და 14 წლის შვილებს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.