გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამამ, 3-დღიანი პროტესტის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტა. თამაზ ხომასურიძე აღნიშნულის მიზეზად იმ მიზეზს ასახელებს, რომ მის პროტესტს პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ხომასურიძე შიმშილბის შეწყვეტისკენ შვილსაც მოუწოდებს და ამასთანავე აცხადებს, რომ სიცრუის დეტექტორის საქართველოში ჩამოტანას და მასზე შვილის შემოწმებას, თავას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ხომასურიძემ მისი შვილის სიცრუის დეტექტორზე შემწმების მოთხოვნით შიმშილობა 3 დღის წინ დაიწყო, დღეს დილით ის მშრალ შიმშილობაზეც გადავიდა, თუმცა საბოლოოდ პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობს მისი არასრულწლოვანი შვილიც, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზეა ბრალდებული.