მინდა გამოვეხმაურო მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე რომელიღაც საზოგადოებრივ მოძრაობას შევუერთდი. არასდროს ვყოფილვარ, არ ვარ და არც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას, - ამის შესახებ „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.ბიზნესმენის თქმით, ტროლები ცდილობენ ის ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს დაუკავშირონ, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლაზე არ ფიქრობს.