12:20
18 ივლისი, 2018, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"არასდროს ამბობდა, რომ იყო ცუდად" -ატირებული ნანი ბრეგვაძე ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე
12-10-2017

ლიკა იყო არაჩვეულებრივი, მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას, ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე ყოფნისას განუცხადა.


მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძე არასდროს ამბობდა, რომ იყო ცუდად, თუმცა მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახლობლებს ინფორმაცია ჰქონდათ. “ლიკა იყო არაჩვეულებრივი. მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას. ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული. ის არასდროს ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ ის მაინცდამაინც კარგად არ იყო. საშინელებაა, რაც ახლა მოხდა”, - აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

ლიკა ქავჟარაძის მეჯვარის, ხათუნა ოჩიაურის განცხადებით, მიუხედავად მძიმე წუთებისა, მას ლიკასთან ერთად გატარებული საუკეთესო პერიოდი ახსენდება. მისივე თქმით, მსახიობი, მიუხედავად მისი წარმატებისა და აღიარებისა, ყოველთვის იყო მორცხვი და თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა მეგობრები.

“ძნელია, მაგრამ ახლა მხოლოდ ის დრო მახსენდება, როდესაც უდარდელად ვცხოვრობდით. ლიკა იყო ძალიან მორცხვი, თავმდაბალი. ის არ გრძნობდა თავის სილამაზეს. ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი”, - აღნიშნათ ხათუნა ოჩიაურმა.

მსახიობის სახლთან დღის მეორე ნახევრიდან იკრიბებიან მისი მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ხვალაც გაიმართება. მსახიობს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.

58 წლის ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. მსახიობის ახლობლები გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის პასუხი კი 45 დღეში გახდება ცნობილი.

AutoPlay
ზაზა სარალიძე - ახალი მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს პირად კონტროლზე აიყვანს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჰელსინკის კომისიის სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხი განიხილეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"პროკურატურაში გამოკითხვაზე ვიყავი დაახლოებით 20 დღის წინ და ყველა საკითხზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია" - დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი კომენტარი გამოკითხვის შემდეგ
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
რატომ უსმენდა პროკურატურა ზაზა სარალიძისა და მისი მეუღლის ტელეფონებს - პასუხის მისაღებად შვილმკვდარი მამა პროკურატურაში მივიდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე გამოკითხეს
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები