"ახალგაზდა იუსრისთა ასოციაციამ" პრეზენტაცია გამართა თემაზე "არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხად ფაქტებზე". როგორც საია-ს თავმჯდომარემ განაცხადა, ანგარიშში გაანალიზებულია არასათანადო მოპყრობის ის საქმეები, რომელთა იდენტიფიცირებაც "საია"-მ 2017-2018 წლებში მოახდინა.
სულხან სალაძის თქმით, ანგარიში ასევე მიმოიხილავს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, რომლებიც არსებითად უშლის ხელს არასათანადო მოპყრობის საქმეების ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებას და პევენციას. ამასთან, "საია"-ს ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს თბილისში, გორსა და ბათუმში მიმდინარე 12 სისხლის სამართლის საქმის ანალიზს, რომლებშიც "საია" 2017-2018 წლებში ჩაერთო.