უწყებათაშორისი კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას მესამე სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებს, რომ მესამე სექტორის ნაწილის და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების მიერ კომისიის დატოვება, კომისიის მუშაობაზე აისახება. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ გაემიჯნენ. მათი შეფასებით, კომისია ვერ პასუხობს მთავარ გამოწვევებს. მესამე სექტორის ნაწილი, რომელიც კვლავ აგრძელებს უწყებათაშორის კომისიაში მუშაობას, აცხადებს, რომ გარკვეულ პრობლემებს ისინიც ხედავენ, თუმცა, ბოიკოტის შესახებ გადაწყეტილება ჯერ არ მიუღიათ. ცნობისთვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უწყებათაშორისი კომისია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად გადაიქცა.