ლაშა თორდიასთან დაკავშირებული მაკომპრომიტირებელი ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს - ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გაავრცელა. მოკვლევის მიხედვით დადგინდა, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით. განცხადებაში ნათქვამია, რომ კაფე ელცენტროში ყოფილი პროკურორსა და იმ პერიოდში მოქმედ მთავარ აუდიტორს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სოციალური ქსელის მეშვეობით, საეჭვოდ გავრცელდა ლაშა თორდიას მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც, სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტია ასახული.