არასამთავრობო სექტორი, რადიო და ტელემაუწყებლების წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტების მიღება ხელს შეუშლის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას.საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, კანონპროექტები მომზადებულია ნაჩქარევად, ყოველგვარი ექსპერტული ჩარევების გარეშე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არ მოხდეს ამ კანონპროექტების მხარდაჭერა. იურისტები აცხადებენ რომ აღნიშნული კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიუციას.