„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „მწვანე ალტერნატივამ“, სამართალდამცავების მიერ სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების კარვის დაშლასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გუშინ „ნახვანი ჰესის“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს, უხეშად და დაუსაბუთებლად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ.არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს საპოლიციო მოქმედებები და ხელისუფლების მოქმედებები დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს.
ენჯეო სექტორი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი მოქმედებების დასაბუთება სრულიად არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია და მიზნად რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს, რაც მძიმე, გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში.