არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური მუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას კიდევ ერთხელ აყენებენ. საია-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, როდესაც სოციალურ მუშაკებს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მაქსიმალურად შედეგიანად წარიმართოს. კერძოთ, საია-ს თქმით, სახელმწიფომ სრულად შეასრულოს სოციალური მუშაკების ყველა მოთხოვნა, როგორც უშუალოდ მათი შრომითი უფლებების დაცვასთან, ასევე ბენეფიციართათვის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.