2018 წლის პირველი აპრილისთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა წინა თვეში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 459 მილიონ 100 ათასი ლარით ანუ 2.4 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი აპრილისთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 19 მილიარდ 600 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მარტში ვადიანი დეპოზიტები 461 მილიონ 300 ათასი ლარით ანუ 4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 2 მილიონ 200 ათასი ლარით ანუ 0.03 პროცენტით შემცირდა.