არაოფიციალური ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს - Palitra News

არაოფიციალური ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს

2018-02-08 15:13:58+04:00

არაოფიციალური ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა პირად საუბრებში განუცხადა.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს დანაშაულის იარაღისთვის ჯერ არ მიუკვლევიათ, თუმცა ამოღებულია რამდენიმე ვაზნა.აღსანიშნავია, რომ გასროლის ხმა არც ერთ მეზობელს არ გაუგია.გარდა ამისა, ოფიციალურ დონეზე არ დასტურდება ინფორმაციები დოდო გუგეშაშვილის მიერ საპასუხო გასროლის, თავდამსხმელის დაჭრისა და დიღმის ტყე-პარკში მისი სისხლის ნაკვალევის აღმოჩენის შესახებ.