აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის 5 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული, თუმცა ოფიციალურ უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ კეთდება. ადგილზე მუშაობს ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა. ხანძარს მეხანძრე-მაშველებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც აქრობენ. აბასთუმანში იმყოფება შს მინისტრიც.