არაოფიციალური ინფორმაციით 13 წლის გოგონასთან ბიძა გარყვნილ ქმედებას ეწეოდა - Palitra News

არაოფიციალური ინფორმაციით 13 წლის გოგონასთან ბიძა გარყვნილ ქმედებას ეწეოდა

2019-03-05 19:26:41+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გორში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონას მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებენ.არაოფიციალური ინფორმაციით, 13 წლის გოგონასთან მისივე ოჯახში მცხოვრები ბიძა გარყვნილ ქმედებას ეწეოდა. გოგონამ ამის შესახებ პედაგოგს გაუმხილა, რომელმაც სამართალდამცავებს აცნობა.გამოძიების პარალელურად, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა გოგონას ბიძის მიმართ.