ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე მისი საქმის გაჭიანურებას ელოდება. როგორც ხარშილაძემ პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვა აქვს სათქმელი, რის შემდეგაც არის რეპლიკების ეტაპი, ბოლოს კი ის შემაჯამებელ სიტყვას იტყვის. ელისო კილაძის შვილი საბოლოოდ გამამართლებელ განაჩენს ელოდება. ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.