„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიზანმიმართულ ჭორებს უწოდებს ინფორმაციას, რომ გაზაფხულზე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, არანაირი სამთავრობო გადაადგილება დაგეგმილი არაა.