"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" კორონავირუსით გარდაცვლილების სტატისტიკასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით,
"მერამდენე დღე თუ კვირა თუ თვეა, რაც 50-80 ადამიანი მიდის კორონას გამო. არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა, ეს ნორმააო გვეუბნებიან. ნორმაა, რომ ვერ ავცერით, არც მოგვიკლავს ამისთვის თავიო. წარმოუდგენელი გულგრილობა და ჩამოშლაა ეს.
ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება…", - წერს ელენე ხოშტარია