არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მიღებაზე იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. კითხვაზე, უქმნის თუ არა მას იმ ქვეყანაში ყოფნა დისკპმფორტს, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გავრილოვმა განაცხადა, რომ მას არანაირი დისკომფორტი არ აქვს."არანაირი დისკომფორტი. ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველო ჩემი სამშობლოა", - განაცხადა გავრილოვმა.