თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომის არსებით განხილვას არ დაესწრო. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ მას სასამართლო სხდომებზე დასწრების სურვილი არ აქვს. როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზეა დაკავებული.