edison research-ის კვლევის შედეგებს მართველი გუნდი აფასებს. გია ვოლსკის აზრით ასეთი დაძაბულობის პირობებში რომელიმე კვლევას ყურადღება არ უნდა მიექცეს. როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა აღნიშნა, ის კვლევის შედეგებს არ ენდობა და ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, პირველი ტურისას ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის დროს ტენდენციურობა გამოიკვეთა. ცქიტიშვილის თქმით, მას განსკაუთრებული ინტერესი არ გააჩნია ამ კვლევის მიმართ. Edison research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს გამოკითხულთა 37%-მა აღნიშნა, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, ხოლო 35 %-მა თქვა, რომ ხმას მისცემდა სალომე ზურაბიშვილს.