„არალოგიკურია, დათმო მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო არჩევნების შედეგებს აღიარებს, როგორც სამართლიანს, გამჭვირვალეს და ისეთს,როგორიც სტანდარტს შეეფერება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშრებით არსებობს საერთაშორისო პოზიცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ იზიარებს.