სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 137 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა, რაც 35.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს, არაკომერციულ ორგანიზაციებში წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 0,3 პროცენტით გაიზარდა და 53 ათასი შეადგინა, საიდანაც 53.3 პროცენტი ქალი, ხოლო 46.7 პროცენტი კაცია. ცნობისთვის, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე. ეს ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით იღებენ. აღსანიშნავია, რომ მათ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლებაც აქვთ.