საქართველოს კონკურენციის სააგენტო "არაი თუმოროუსა" და "სმაილის" კონცენტრაციას დათანხმდა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, "არაის" და "სმაილს" შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება კონკურენციის სააგენტოს 11 ივნისს წარედგინა.
სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა მასალებისა და ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
ცნობისთვის, "არაის" 100%-იანი წილის მფლობელი არმინე პეტროსიანია; რაც შეეხება „სმაილს“ მისი 30%-იანი წილის მფლობელი - მზევინარ მახარაძე; 19%-ის - დავით დოლიძე; 51%-ის კი შპს „ალბა კაპიტალია“. თავის მხრივ „ალბა კაპიტალის“ 100%-იანი წილი კი ალექსი ალექსიშვილს ეკუთვნის.