არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, მათმა ე.წ. თავდაცვის არმიის დანაყოფებმა აზერბაიჯანული ან-2-ის ტიპის უპილოტო ბომბდამშენი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, აღნიშნულმა საფრენმა აპარატმა მთიანი ყარაბაღის საჰაერო სივრცე დაარღვია და აღმოსავლეთ მიმართულებით თავდასხმა განახორციელა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქალაქ გადრუტში, სადაც აზერბაიჯანული ძალები შეჭრას ცდილობენ, ინტენსიური იერიშები მიმდინარეობს.