არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, აზერბაიჯანი მარტუნის რეგიონის სოფლებს "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბომბავს. „დილიდან აზერბაიჯანულმა ძალებმა მარტუნის რეგიონის სოფლების, კარმირ შუკასა და ტაგავარდის, დაბომბვა "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დაიწყეს,“- აცხადებს მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.