ვიტალი გაბნია, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ვიცეპრეზიდენტის პოსტი ეკავა, თავში ჭიქის ჩარტყმის გამო, პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.„იძულებული ვარ, გადავდგე, რომ ღირსება დავიცვა. ეს პოლიტიკურ რეალიებთან კავშირში არ არის. საერთო ჯამში, ჩვენთან სამართალდაცვითი სისტემა პარალიზებულია. გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან არ შემიძლია, დავიცვა ჩემი უფლება და ჩემი ღირსება ასეთ მაღალ თანამდებობაზეც კი," – განაცხადა ვიტალი გაბნიამ.როგორც მან განმარტა, ინციდენტი ერთ-ერთ შეხვედრაზე მოხდა, რა დროსაც, მას შეხვედრისას კაცმა თავში ჭიქა ჩაარტყა. ვინ და რა მიზეზით გააკეთა ეს, გაბნია არ ამბობს, შესაბამისად ინციდენტის დეტალები უცნობია.