არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2017 წლის ბოლოსთვის 56 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 8,1 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გამოსახული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 14 მილიარდ 400 მილიონი ლარია.
ამასთან, "საქსტატის" ცნობით, არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2017 წლის ბოლოსთვის 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი; ხოლო ვალდებულებებმა 34 მილიარდ 500 მილიონი ლარი შეადგინა.