დედაქალაქს მერმა კახა კალაძემ დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე კორუფციის საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავისთვის თავის დახრას არ აპირებს და მისთვის კორუფციული გარიგებები მიუღებელია.
კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და ფაქტები არ გამოეპაროთ. მისივე თქმით, ნებისმიერ თანამშრომელს, ვისაც ფინანსური პრობლემები აქვს, მერია გვერდში დაუდგება, ხოლო კორუფციული გარიგებები არავის ეპატიება.