ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია ვაკის ფალავანთა კლუბთან გაიმართა. მოჭიდავეები, ნაკრების წევრები და მწვრთნელები გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებენ და ფაქტის დროულად შესწავლას მოითხოვენ. "არაფერი დანაშაული არ იკვეთება, არ იყო იქ ცემა, არც ძალადობა" - აცხადებს მოჭიდვეების ნაწილი და ფედერაცდიის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტს უწოდებენ და ამბობენ, რომ ფაქტი ფედერაციაში გარჩევით უნდა დასრულებულიყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სიტუაცია უნდა განიმუხტოს და სპორტსმენებმა ვარჯიშის განახლება უნდა მოახერხონ. სპორტსმენები ასევე ამბობენ, რომ გეგეშიძის დაკავებით მთავრობამ წითელი ხაზები გადაკვეთა.