გეგა გეგეშიძე არც თანამდებობის დატოვებას აპირებს და არც ამ დრომდე გამოცხადებულა დაკითხვაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს დღესვე უნდა მიეცა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე, თუმცა შსს-ში აცხადებენ რომ ის ჯერ პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული. ამასთან ცნობილი ხდება,. რომ პროკურატურას სასამართლოსთვის გეგეშიძის დაკითხვის მოთხოვნით არ მიუმართავს. წინა დღეს გეგეშიძე ამბობდა რომ იგი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ამბობს რომ ინციდენტის დროს ხელთ არც ხელკეტი ჰქონია და არც არავისთვის რაიმე ჩაურტყამს. „ვიღაცას ჩირქის მოცხობა უნდა და ყველაფერი გაირკვევა,“- აცხადებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. როგორც ის ორშაბათს აცხადებდა, ამჟამად ბიულეტინზეა და ამის შესახებ შსს-შიც იციან. „არაფერი არ მაქვს თავის ასარიდებელი”- განაცხადა გეგა გეგეშიძემ.