ოდრი ტოტუ და „ამელი“ – მართალია, არაჩვეულებრივმა მსახიობმა ოდრი ტოტუმ, რამდენიმე ათეული დახვეწილი, საოცრად მგრძნობიარე პერსონაჟი განასახიერა და სწორედ მათი წყალობით დაიმსახურა „დიდთვალება ელფის“ მეტსახელი, მაგრამ მსოფლიო აღიარება მაინც ამელი პულენის როლით მოიპოვა, რომელიც დღესაც მის სავიზიტო ბარათად ითვლება.
სხვათა შორის, კარიერის დასაწყისში ტოტუს ხშირად ადარებდნენ ანა მაინიანის და ჯულიეტა მაზინას, მელოდრამის „საბედისწერო ლამაზმანის“ გამოსვლის შემდეგ კი, ბევრმა ოდრი ჰეპბერნსაც მიამსგავსა, რომლის პატივსაცემადაც მშობლებმა დაარქვეს სახელი, თუმცა მსახიობმა ნაკლებად მოიწონა მსგავსი შედარება და აღნიშნა, რომ ყველა პერსონაჟს მხოლოდ ინდივიდუალური გამოცდილების, თანდაყოლილი ინტუიციისა და შინაგანი განცდის წყალობით ქმნის.
ოდრი ჟუსტინ ტოტუ 1976 წლის 9 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთის სამხრეთში, პატარა ქალაქ ბომონში. მისი მამა დანტისტი, დედა კი - პედაგოგი იყო. კოლეგებისგან განსხვავებით, ბავშვობაში ოდრი ნაკლებად ოცნებობდა მსახიობობაზე, რადგან მაიმუნების შესწავლით გატაცებულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ზოოლოგობა, თუმცა ვერც პრიმატების სიყვარულმა აიძულა მუსიკაზე უარის თქმა და ლიცეუმთან ერთად მუსიკალური სკოლაც წარმატებით დაამთავრა ფორტეპიანოსა და ჰობოის კლასით.
სამსახიობო ხელოვნებით ტოტუ 17 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა პარიზში გადაბარგებულმა სწრაფად დაივიწყა მაიმუნები და ჯერ სორბონას უნივერსიტეტში ჩააბარა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მერე მეგობრის რჩევით ჩაეწერა ფლორანის დრამატული ხელოვნების სკოლაში.
მსახიობის დებიუტი 1996 წელს შედგა ეპიზოდური როლით ტელეფილმში „სამიზნის გული“, რასაც რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ნოველა და ტელეფილმი მოჰყვა ცნობილი დეტექტიური სერიალის „ჟიულ ლესკოს“ ჩათვლით, 1998 წელს კი, პირველი სრულფასოვანი როლი მიიღო ტონი მარშალის რომანტიკულ კომედიაში „სილამაზის სალონი „ვენერა“.
მართალია, სინჯებზე დაგვიანებით მისული ტოტუ რეჟისორმა კინაღამ უკან გაისტუმრა, მაგრამ დამწყები მსახიობი ისე გულწრფელად აქვითინდა, რომ პრაქტიკულად სინჯების გარეშე მიიღო მთავარი როლი. მეტიც, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, რომლის ნამუშევარი სამი „სეზარით“ აღინიშნა, ახალბედა ტოტუმაც დაიმსახურა საკუთარი პრიზი „ყველაზე იმედისმომცემი მსახიობის“ ნომინაციაში.
ნაკლებად ცნობილ ფილმებში მონაწილეობის შემდეგ, 2001 წელს ტოტუმ მთავარი როლი შეასრულა ჟან-პიერ ჟენეს რომანტიკულ კომედიაში „ამელი“, რომელმაც არა მხოლოდ მისი კარიერა შეცვალა, რადგან პრაქტიკულად პირველი ფრანგი მსახიობი გახდა, ვინც სრულიად ახალგაზრდამ - 25 წლის ასაკში მოიპოვა მსოფლიო აღიარება, არამედ მთელ მიმდინარეობას „ამელიმანიას“ ჩაუყარა საფუძველი, რადგან სწორედ ფილმმა აქცია მოდად ახალშობილებისთვის ამელის დარქმევა, მონმარტრის კაფე „ორი წისქვილი“ კი, კინომანების საკულტო ადგილად.